Professional Documents
Culture Documents
უწყლოდ
ქრისტინე მუჯირი
სტატიები / საზოგადოება
28 მარტი 2018
ოკამში ზამთრობით გზა ხშირად იკეტება, მაშინ როცა თოვლი და ქარბუქია. ასეთ
შემთხვევაში სასწრაფოც ვერ ადის სოფელში. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ისინი
ადგილობრივი მედდის იმედზე არიან, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში თავისი
ხარჯებით უწევს ქალაქში მედიკამენტების ყიდვა.
მისი ოჯახი ოკამში მესხების გადასახლების შემდეგ 1944 წელს ჩაასახლეს. თავად
ჯავახია. ამბობს, რომ ოკამიდან დაახლოებით 15 კილომეტრში ცხოვრობდა, სოფელ
ქილდაში, რომელიც ახლა ნასახლარადაა ქცეული. რატომღაც გადაწყვიტეს მესხების
ნასახლარში მათი ჩასახლება. გაუჭირდათ სოფლის დატოვება, არ უნდოდათ. ალბათ
მესხებისთვის როგორი რთული იყოო, ამბობს ის.
„არც გზაა, არც გაზი გვაქვს. წყალი არის, მაგრამ ვაი ასეთ ქონას. სათავეები
ბინძურია. ყოველ წელს აკეთებენ მაგრამ შედეგი არ არის. შემოსავლის წყარო
მესაქონლეობაა. ძირითადად, ამ სოფელში დასაქმებულები მხოლოდ მასწავლებლები
და რამდენიმე მედდაა. აქ არაფერი აღარ ფუნქციონირებს. ადრე საავადმყოფოც იყო,
აბანოც, ფურნეც, ფოსტაც, სასადილოც, ბაგა-ბაღიც..“, - ამბობს ის.
გიორგის თქმით, სოციალური დახმარება მის ოჯახს არ აქვს, რადგან წინა წლებში
კრედიტი აიღო და კომბაინი იყიდა, იმისთვის რომ მოსავალი აეღო. შემდეგ კი ცუდი
სეზონი დადგა და მოსავალიც არ მოვიდა, რომ კრედიტი დაეფარათ, კომბაინმა
თავისი ხარჯებიც კი ვერ დაფარა. მიქელაძეები, ისევე როგორც, ოკამის სხვა ოჯახები,
პროდუქტის საყიდლად ძირითადად ახალქალაქში დადიან. მაგრამ ხანდახან
შესაძლოა ვინმე სოფელში ავიდეს და პროდუქტი ბოსტნეულში ან სხვა საქონელში
გაცვალონ.
„ძალიან დიდი კულტურის მიწაა, პირველ რიგში მკვლევრებმა უნდა დაიწყონ მუშაობა,
რადგან არტეფატქები ჩვეულებრივად მიწაზე ყრია“.