Professional Documents
Culture Documents
ევროპისკენ
დათო ფარულავა
სტატიები / საზოგადოება
29 მაისი 2017
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით
რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის მუხლით
გამოძიება 39 შემთხვევაზე დაიწყო. ევროპარლამენტისა და საბჭოს N 1371/2007
რეგულაცია მგზავრსა და გადამყვან კომპანიას შორის ურთიერთბებს ახლებურად
არეგულირებს. რეგულაციის თანახმად, სახელმწიფომ სისტემა უნდა შეიმუშაოს,
რომლის მეშვეობითაც თვალსაჩინოდ გაიწერება მგზავრთა უფლებები, მათი
დარღვევის შემთხვევაში კი კომპანია დაჯარიმდება. რეგულაციის ძალაში შესვლის
შემდეგ, უბედური შემთხვევების დროს, კომპანიას ვალდებულება დაეკისრება,
დაშავებული ან დაღუპული მგზავრები და მათ კმაყოფაზე მყოფი პირები ფინანსურად
უზრუნველყოს.
მგზავრებს საშუალება ექნებათ, კომპანიას საჩივრით მიმართონ და პასუხი გონივრულ
ვადაში მიიღონ, თავის მხრივ კომპანია კი ზემდგომ ორგანოსთან იქნება
პასუხისმგებელი, მგზავრთა მომსახურების ხარისხისა და დარღვევების შესახებ
ყოველწლიური ანგარიშები წარადგინოს.
“2012 წლიდან დღემდე გადაზიდვები 45%-ით შემცირდა. 10 წლის წინ, როცა სხვა
ტვირთებიც გვქონდა, შეიძლებოდა, სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე უარი გვეთქვა.
მაგრამ ახლა ტვირთები არ შემოდის და კომპანია ზარალდება, მოგებას კარგავს.
შესაბამისად, რკინიგზა იძულებულია, ასეთი მოსმახურება გასწიოს” – ამბობს
გიორგაძე.