You are on page 1of 8

დაუცველი სექსმუშაკი ქალები

თათია ხალიანი
სტატიები / საზოგადოება
07 ივლისი 2017

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

საქართველოში კომერციულ სექსსამუშაოთი დაკავებული ქალების


უმეტესობას მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები აქვს. მათი დიდი
ნაწილი ამბობს, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. გამომუშავებული
ანაზღაურებით შვილებს, მოხუც მშობლებს თუ ოჯახის სხვა წევრებს უვლიან.
უწევთ, მუდმივად დამალონ საქმიანობა და შემოსავლის წყარო.
საზოგადოების განწყობა კი მუდმივი სტრესისა და ფსიქოლოგიური ტრამვის
განმაპირობებელია. ამბობენ, რომ სწორედ ეს დამოკიდებულება ხშირად
მათ მიმართ ფიზიკურ, მორალურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაში ვლინდება.

დისკრიმინაციას და უფლებების დარღვევას ყოველდღიურად განიცდიან.


ამბობენ, რომ კლიენტების შემდეგ მათზე ყველაზე ხშირად პოლიციელები
ძალადობენ. შესაბამისად, უნდობლობის გამო, სამართალდამცავ უწყებებს
არ მიმართავენ. მ იიჩნევენ, რომ მათ მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის
მაინც არავის დასჯიან.

მართლმსაჯულებასა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელი რთულად მიუწვდებათ.


ისინი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ.

საქართველოში კომერციულ სექსსამუშაოში ჩართული ქალების ზუსტი


რაოდენობა უცნობია. პროსტიტუცია არ არის ლეგალური და
ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

როგორ ცხოვრობენ სექსმუშაკი ქალები

მამა ბევრს სვამდა. დედა კი მთელი ცხოვრება ფიზიკურად შრომობდა. სოფელში ხან
ერთ მეზობელს ეხმარებოდა მოსავლის აღებაში, ხან მეორეს. შორენაც მასთან
ერთად, ბავშვობიდან სხვის ეზოებსა და სახლებს უვლიდა. ფიზიკური შრომისგან თავის
დასაღწევად 17 წლის დაქორწინდა. სკოლას ამთავრებდა. ქმარი მალევე დაიჭირეს.
ათ წელზე მეტი ციხეში უნდა გაეტარებინა. ქმრის სახლიდან წამოვიდა. პატარა იყო,
წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ეცხოვრა. მხოლოდ ის იცოდა, რომ სოფელში
ვეღარ დარჩებოდა. ასე აღმოჩნდა დიდ ქალაქში. თბილისში სრულიად მარტოს კიდევ
უფრო გაუჭირდა. სამსახური ვერ იშოვა. ერთი კაცი გამოჩნდა, რომელმაც საარსებო
ფული მისცა. ასე დაიწყო გადარჩენისთვის ცხოვრება. მას მერე ოც წელზე მეტი
გავიდა. ახლა 45 წლისაა. თავის ამბავს ემოციების გარეშე ვერ ჰყვება. ამბობს, რომ
ხშირად თვითონაც არ სჯერა, იმდენად რთული გზა გაიარა. ქუჩაში არ დგას.
სახლიდან იმდენად შორს არის, არავინ იცის მისი საქმიანობის შესახებ. ადამიანებს
ისედაც ერიდება.

„თავიდან იმდენად გტკივა გული, არ იცი, რა გააკეთო. მერე, დროთა განმავლობაში,


ეჩვევი. პატარა ვიყავი და არავინ მყავდა. არავინ, ვინც მირჩევდა, დამარიგებდა ან
ხელს გამიმართავდა. სიღარიბეში გავიზარდე. მერე ქმარმაც ცხოვრება დამინგრია.
როცა განათხოვარი ხარ, ყველას თვალში ისედაც ცუდი სახელი გაქვს. მერე უკვე
ვერაფრის გამოსწორებას ვეღარ ახერხებ. პირიქით..“

შორენას ამბისგან ცოტათი განსხვავებულია ნანას ისტორია, თუმცა მასთანაც


ყველაფერი ადრეული ქორწინებით და სიღარიბით დაიწყო. ისიც ერთ შორეულ
რაიონში ცხოვრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას ვერ გააგრძელებდა.
სახლში ამაზე ლაპარაკს აზრიც არ ჰქონდა. დაქორწინდა. ქმარი ხშირად სცემდა.
ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არა მხოლოდ თვითონ იყო. მერე მისი შვილებიც
გახდნენ. ამის შესახებ არავისთან ლაპარაკობდა. ბოლოს როცა ტკივილი აუტანელი
გახდა, სახლიდან წამოვიდა. ორი შვილით მარტო დარჩა. მშობლები მის
გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდნენ და არც დახმარება შეუთავაზებიათ. ნანაც
თბილისში ჩამოვიდა. ბინა იქირავა და სამუშაოს ძებნა დაიწყო. უშედეგოდ. ერთხელაც
სასოწარკვეთისგან ტირილით ნაცნობს ფულის სასესხებლად დაურეკა. მან კი მისთვის
უცნობ ხალხს დააკავშირა. ასე აღმოჩნდა ქუჩაში. თავიდან სხვაზე არაფერზე
ფიქრობდა, ბინის ქირის გადახდა და შვილებისთვის საჭმლის მიტანა შვება იყო. ბევრი
დამცირების, ძალადობის თუ შეურაცხყოფის მიუხედავად, ვერაფერს ცვლის. შვილები
იზრდებიან და უფრო მეტი სჭირდებათ. მშობლებსაც თვითონ ეხმარება. ამბობს,
სახლში ფული რომ არ მიმქონდეს, შიმშილით დაიხოცებიანო. ახლობლებმა და
ნათესავებმა მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იციან. ქუჩაში სულ დაძაბულია, რომ
არავინ იცნოს.

ამბობს, რომ დამალვა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ქუჩაში ყოველდღე


აწყდება. კლიენტები ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ძალადობენ მასზე.
სექსის დროს თავდაცვის საშუალებების გამოყენებაზეც, ძირითადად, უარს ეუბნებიან.
მათ დათანხმებას მხოლოდ თანხის დაკლების ხარჯზე ახერხებს. პოლიციას
გამუდმებით ემალება.

„თუკი სიტყვა შეუბრუნე, მაგალითად, რას ვაშავებ, რო ვდგავარ ან რატო უნდა წავიდე
აქედან, პოლიციელები კლიენტებზე არანაკლებ მამცირებენ, მაგინებენ ხოლმე. ამაზე
კიდევ რაღაცას უპასუხებ და საბოლოოდ ცემით მიმათრევენ. ამიტომ ვიცი, სადაც
მოძრაობენ ეგეთები და ვცდილობ, იქ ფრთხილად ვიყო. გოგოებიც ძაან ერიდებიან.
გავუქურდივარ კიდეც ბევრჯერ, ხან კლიენტს ხან გამვლელს, მაგრამ რა აზრი აქვს
სადმე თქმას, ეგეთი რო ხარ, მეტის ღირსიც ხარო - მეტყვიან. ვერ ვხვდები, მე თუ ასე
ვცხოვრობ, საკუთარი თავის გარდა ხო არავის არაფერს ვუშავებ, რატომ მექცევიან
ასე.“

ისევ ჩვენ თვითონ ვეხმარებით ერთმანეთს და მხარში ვუდგავართ, სხვა ყველა ზურგს
გაქცევს, საკუთარი ოჯახიც კი - ამბობს ლელა. მასაც ორი შვილი ჰყავს. უკვე დიდები
არიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ. შვილების გაზრდა და მათთვის განათლების
მიღებაში დახმარება ასე შეძლო. ოჯახი ადრე დაენგრა. სახლიდან წამოსულმა სხვა
გზა ვერ იპოვა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ამბობს, რომ ოჯახის წევრებმა
არაფერი იციან, მაგრამ ვინც კი გაიგო, რას საქმიანობდა, მასზე უარი თქვა.
ერთადერთი, რაზეც ფიქრობს, შვილების კეთილდღეობაა. როგორც შემიძლია, ისე
ვცდილობ ცხოვრებას და თავის გატანას, დიდი არჩევანი არც არასდროს მქონიაო -
ამბობს.

სექსმუშაკი ქალების მდგომარეობა - რას ამბობს სტატისტიკა

როგორია სექსმუშაკების სოციალურ-დემოგრაფიული მდგომარეობა, რა საჭიროებები


აქვთ და რა იწვევს მათ მიმართ დისკრიმინაციას - ამის შესახებ ასამდე სექსმუშაკი
ასოციაცია „ჰერა XXI-ის“ მიერ მომზადებულ კვლევაში საუბრობს
საუბრობს. კვლევა,
რომელიც სექსმუშაკების საჭიროებების გამოვლენას ეხება, 2014 წელს ჩატარდა.

სექსმუშაკები ფოკუსჯგუფებში ჩატარებულ ინტერვიუებში ძირითადად დისკრიმინაციასა


და უფლებების დაღვევის შემთხვევებზე საუბრობენ.

რაც შეეხება მათ ოჯახურ მდგომარეობას, განათლებას თუ ჯანმრთელობას.


გამოკითხვამ აჩვენა, რომ სექსმუშაკებში 35 წელს გადაცილებული ქალები სჭარბობენ.
უმრავლესობა (60%) განქორწინებულია. ჰყვებიან, რომ უმეტესობა 17-20 წლის ასაკში
დაქორწინდა. მათი ნაწილი (27% ) კი - 17 წლამდე. შვილებიც ადრეულ ასაკში
გააჩინეს. უმაღლესი განათლება ცოტას აქვს, ძირითადად საშუალო განათლება.

კომერციულ სექსბიზნესში ჩართული ქალების აბსოლუტური უმრავლესობა (95%)


ამბობს, რომ ოჯახის მთავარი მარჩენალი თავად არიან.

ყოველი მესამე სექსმუშაკი იხსენებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ჰქონია


ისეთი შემთხვევა, როცა სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ სამედიცინო
დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. მიზეზად სამედიცინო მომსახურების სიძვირეს
ასახელებს. ქრონიკულ დაავადებებზე ან ჯანმრთელობის პრობლემებზე ქალების 15%
მიუთითებს.

სექსმუშაკები ჰყვებიან, რომ ყველაზე მეტად და ხშირად განიცდიან კლიენტისგან


ფიზიკურ შეურაცხყოფას, ცემას. ასევე, პოლიციელების მხრიდან სიტყვიერ
შეურაცხყოფას, თანამშრომლობაზე იძულებას და სექსუალური კონტაქტის მოთხოვნას
ანაზღაურების გარეშე.

სხვადასხვა დისკრიმინაციის შემთხვევები თითქმის ყველას გამოუცდია, მათ შორის -


საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება.

სექსმუშაკებში ძალიან დაბალია უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის


პრობლემების მოსაგვარებლად სხვებისთვის მიმართვის მაჩვენებელი. ძალადობის
შემთხვევების დროს ისინი ძირითადად არავის მიმართავენ. გამოკითხვაში მონაწილე
სექსმუშაკებს არასდროს მიუმართავთ ასევე სასამართლო/პროკურატურისთვის,
სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
დასახმარებლად არ მიმართავენ არც ოჯახის წევრებს.
სექსმუშაკები სხვადასხვა სტრუქტურისთვის დაბალი მიმართვიანობის ძირითად
მიზეზად უიმედობას ასახელებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მაინც არაფერი შეიცვლება.
ასევე, ასახელებენ შესაძლო ზეწოლის შიშს.

ასამდე გამოკითხულ სექსმუშაკს მიაჩნია, რომ მათ მიმართ დისკრიმინაციისა და


უფლებების დარღვევის შემთხვევებს განაპირობებს საზოგადოების აპათიური
დამოკიდებულება და სამართალდამცავების თვითნებობა/ ძალაუფლების გამოხატვის
სურვილი.

ვისი უფლებები ირღვევა ყველაზე ხშირად ქვეყანაში? - ამ კითხვაზე პასუხობენ, რომ


ყველაზე მეტად სექსმუშაკი ქალების და კაცების, მარტოხელა დედებისა და ღარიბი
ოჯახების უფლებები ირღვევა.

ჯანდაცვა და სექსმუშაკების ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე

სექსმუშაკების მძიმე სამუშაო გარემოსა და ცხოვრებაზე საუბრობენ იმ ორგანიზაციების


წარმომადგენლებიც, რომლებიც მათთან მუშაობენ. ასოციაცია „თანადგომა“ მაღალი
რისკის ქცევის მქონე ადამიანებს ჯანდაცვის კუთხით უკვე მრავალი წელია, ეხმარება.
ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფი კი სექსმუშაკი ქალები და კაცები არიან. მათთან
ორგანიზაციის სოციალური მუშაკები თუ ექიმი-კონსულტანტები რამდენიმე
მიმართულებით მუშაობენ. ძირითადად, ეს ეხება სხვადასხვა დაავადების, სქესობრივი
გზით გადამდები ინფექციებისა თუ ვირუსული ჰეპატიტების პრევენციას.

ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩილ რეხვიაშვილი ამბობს, რომ სექსმუშაკებთან


მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება დაავადებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა,
როგორ უნდა აირიდონ ინფექციები, დაიცვან თავი და პარტნიორები. მისი თქმით, ეს
მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან სწორედ ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული
მათი ქცევა. მეორე მიმართულება კი ტესტირებაა. ორგანიზაციის მოძრავი
ლაბორატორია, რომელიც ადაპტირებულია საველე სამუშაოებისთვის, დაავადებების
დროული გამოვლენის მიზნით სექსმუშაკებს ადგილზე უტარებს ტესტირებას. ასევე
უფასოდ თავდაცვის საშუალებებს ურიგებენ. გარდა ამისა, სექსმუშაკებს
ორგანიზაციის ოფისშიც შეუძლიათ მისვლა და სამედიცინო კონსულტაციის მიღება.

არჩილ რეხვიაშვილი იხსენებს, რომ თავიდან, როდესაც სექსმუშაკებთან პირველად


დაიწყეს მუშაობა, საკმაოდ რთული იყო ნდობის მოპოვება, რადგან სექსმუშაკებს
ნეგატიური ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდათ, ხშირად კლიენტების, პოლიციის,
ოჯახის წევრების თუ ჟურნალისტების მხრიდან, თუმცა ნდობის მოპოვება შეძლეს და
ახლა უკვე მათთან მუშაობენ როგორც ქუჩაში, ისე დახურულ დაწესებულებებში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის სერვისებსა თუ გადამდებ დაავადებებზე


სექსმუშაკების ინფორმირებულობა საკმაოდ დაბალია, მაგრამ პროგრესს ხედავენ,
თუნდაც თავდაცვის საშულებების გამოყენების კუთხით. ასევე აღნიშნავენ, რომ
სექსმუშაკების უმეტესობა პრობლემური ოჯახიდანაა და ერთ-ერთი ყველაზე
დაჩაგრული ჯგუფია. რეხვიაშვილი ამბობს, რომ მათთან ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო,
უფლებებისა თუ ჯანდაცვის კუთხით, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ ამ პროცესში მათი
ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანია; თვითონ უნდა გადადგან ნაბიჯი თავიანთი
ჯანმრთელობის თუ უფლებების დასაცავად.

„თანადგომა“ პარტნიორი ორგანიზაციაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის


პროექტში, რომლის მიზანიცაა გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა და
მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მარგინალიზებული ქალებისთვის.
პროექტის ფარგლებში ორ ჯგუფთან მუშაობენ - სექსმუშაკი და ნარკოდამოკიდებული
ქალები.

პროექტი ითვალისწინებს როგორც სამართლებრივ კონსულტაციებს, ისე სტრატეგიულ


სამართალწარმოებას, როცა საქმე ამ ქალების მიმართ ძალადობას ან ჯანდაცვის
სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ეხება.

პროექტის ფარგლებში ხუთ ქალაქში (თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და


ბათუმში) მოეწყო შეხვედრა სექსმუშაკებთან. 26-მა სექსმუშაკმა ისაუბრა იმაზე, თუ
სად აწყდებიან უფლებების დარღვევის ფაქტებს.

საიას იურისტი თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ შეხვედრისას ქალები ყველაზე


მტკივნეულად მიუთითებენ პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე. როგორც
სექსმუშაკებთან საუბრისას გამოიკვეთა, ამ ჯგუფში ყველაზე მეტად გავრცელებულია
კლიენტების მხრიდან ძალადობა, მერე პოლიციელები მოდიან და შემდეგ ოჯახში
ძალადობა. აბსოლუტური უმრავლესობა კი ამბობს, რომ მათ მიმართ ძალადობას
არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და დამნაშავე არ დასჯილა. სულ მცირე ნაწილია
(2%) ის, ვის შემთხვევასაც შედეგი მოჰყვა, რადგან იყო გარდაცვალება ან
ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანება.

იურისტი ამბობს, რომ უნდობლობის გამო სამართალდამცავებს არ მიმართავენ,


რადგან ერთ-ერთს ჰქონდა მწარე გამოცდილება, როდესაც მიმართა პოლიციას, მან
კი არათუ რეაგირება მოახდინა, არამედ ცრუ დასმენისთვის თავად სექსმუშაკი მისცა
პასუხისგებაში.

თამარ დეკანოსიძე ასევე ამბობს, რომ ზოგადად ძალიან დაბალია სამართლებრივი


ცნობიერება საზოგადოებში, მით უმეტეს ასეთ ჯგუფებში. რადგან ფოკუსჯგუფებში და
ტრენინგებზე მათთან საუბარმა გამოარკვია, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ
ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე.

ადრე ძალადობისგან დაცვის არასისხლისამართლებრივი მექანიზმები მხოლოდ


ოჯახში ძალადობის მსხვერპლზე ვრცელდებოდა. 1 ივნისიდან კი ძალაში შევიდა
ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს დამცავი მექანიზმების გამოყენებას ყველა
ქალისთვის. მაგალითად, თუ სექსმუშაკზე ძალადობს კლიენტი, მას შეუძლია,
შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოწერა მოითხოვოს.

იურისტი აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევებზე მიმართვა


სათანადო ორგანოებისთვის, რათა შეიქმნას პრეცედენტი, რომ სექსმუშაკზე
მოძალადე მიეცა პასუხისგებაში, რაც შემდეგ პრევენციულ გავლენას მოახდენს სხვა
შემთხვევებზე.

პროსტიტუცია საქართველოში კრიმინალიზებული არ არის. კანონმდებლობით,


ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ჯარიმით ისჯება, მაგრამ სისხლის
სამართლის დანაშაულია პროსტიტუციაში არასრულწლოვნის ჩაბმა, ასევე
პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა.

როგორც იურისტები ამბობენ, ძალიან რთულია პროსტიტუციის მუხლის ჩანაწერის


გამოყენება, რადგან კანონში მითითებული არ არის, რას გულისხმობს და რა
შემთხვევაში შეიძლება, დაჯარიმდეს ადამიანი. ამიტომ პოლიციელები ხშირად
სექსმუშაკებს პროსტიტუციის გამო არ აჯარიმებენ, არამედ პოლიციელის კანონიერი
მოთხოვნისადმი (დატოვოს ტერიტორია) დაუმორჩილებლობის გამო და ეს
შემთხვევები უფრო მეტია, ვიდრე პროსტიტუციის გამო ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის. ასეთ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობაც უფრო დიდია. თუმცა,
სტატისტიკა არ არსებობს, რამდენი სექსმუშაკის მიმართ გამოიყენა პოლიციამ
უშუალოდ პროსტიტუციის მუხლი და რამდენის შემთხვევაში არა.

სწორედ ამ შემთხვევებს მიმოიხილავს კვლევა, რომელიც პროექტის ფარგლებში


მზადდება. კვლევა შეეხება სექსმუშაკი ქალების მიმართ გენდერულ ძალადობასა და
მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას. გარდა საერთაშორისო
სტანდარტების გაანალიზებისა, კვლევა საქართველოში სასამართლო
გადაწყვეტილებების მოკვლევას დაეყრდნობა. კერძოდ, პოლიციელები სექსმუშაკების
დაჯარიმებისას როგორ ასაბუთებენ ჯარიმის შეფარდებას, რა მტკიცებულებები აქვთ
გამოყენებული და ა.შ.

ამავე თემაზე: 21 წლის ქალი ძველი თბილისის სამმართველოს უფროსს ცემაში


ადანაშაულებს
ამავე თემაზე: ნარკომომხმარებელი ქალები სტიგმისა და ძალადობის
უწყვეტ ციკლში

ამავე თემაზე: საია: ადევნების ფაქტზე სასამართლომ ქალის დასაცავად 6


თვემდე ვადით დამცავი ორდერი გამოსცა

You might also like